თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და პოლონური ინსტიტუტი თბილისში, პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის მონაწილეობით, ატარებენ კონკურსს თემაზე: პოლონეთის ისტორია. კონკურსის მიზანია პოლონეთის ისტორიის პოპულარიზაცია. კონკურსი ტარდება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. მონაწილეებმა 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ ესეები პოლონეთის ისტორიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე. ესე იწერება ქართულ ენაზე. არ მიიღება ნაშრომები, რომლებიც აქამდე გამოქვეყნებული ან წაკითხული იყო სამეცნიერო კონფერენცია. ესეს მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 5 გვერდისა და არაუმეტეს 10 გვერდისა (ერთ გვერდზე 1700-1800 ნიშანი, შრიფტი – Sylfaen, შრიფტის ზომა – 12, ინტერვალი – 1.5). ნაშრომები უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: mikheil.bakhtadze@tsu.ge. პოლონური ინსტიტუტი დააჯილდოებს პირველ სამ ადგილზე გასულ კონკურსანტებს. ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტის, პოლონური ინსტიტუტის, პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის და ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
